შეკვეთა #13 – ტელევიზორი
June 19th, 2011 § Leave a Comment
გუშინ მეილი დამხვდა სრულიად უცხო ადამიანისგან. პირველი წინადადება ჩემი ბარათების ქება-დიდება იყო
, ფრიად მესიამოვნა, შემდეგ თხოვნა, რომ მისი მეგობრების ქორწილისთვის მისალოცი ბარათი დამემზადებინა.
შეკვეთა ცოტა რთული მომეჩვენა. ამონარიდი მეილიდან: ”მოკლედ, ასეთ შემთხვევა მაქვს, მინდა რომ საქორწილო მისალოცი ბარათი გამიკეთო, ყოფილი თანამშრომლები არიან… ძალიან მიყვარს მინდა რაიმე ორიგინალურად მივულოცო, ეს წყვილი არის ეროვნული სკრინინგ ცენტრის თანამშრომლები http://gnsc.ge/ , და პროფესიით ჟურნალისტები მაგრამ მუშაობენ როგორც პიარ მენეჯერები… მოკლედ იქნებ რამე კრეატიული მოიფიქრო, ხვალ არის ქორწილი, არ ვიცი რამდენად მოახერხებ, თანხას რასაც მეტყვი გადავიხდი. “
ბევრი არ მიფიქრია, ვინაიდან სულ რაღაც 40 წუთი მქონდა, უცებ გამოვჭერი ტელევიზორი, შიგ სკრინინგ ცენტრის რეკლამა ჩავსვი, გავალამაზე და ვუალა! მე ფრიად კმაყოფილი დავრჩი, მგონი დამკვეთიც და იმედია, ადრესატებიც დაუფასებენ.
ძალიან ცუდი ხარისხის ფოტოა და შიდა მხარეც ვერ გადავიღე. სხვათაშორის, პირველას “ბიზნესის” არსებობისას, ტექსტიც ამოვბეჭდე ძალიან ლამაზ ფურცელზე, ლამაზი ფონტით.







